თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "გურია ნიუსს" უახლესი ინფორმაცია სტამბულიდან მოაწოდეს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის პრეზიდენტი გადააყენეს და დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ის რამდენიმე წუთში ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განცხადებას გაავრცელებს.
"ხიდები და აეროპორტი მართლაც ჩაკეტილია, ხალხი პანიკაშია, ერდოღანი არავის დაუკავებია. პირდაპირ ეთერში ჩაერთვება რამდენიმე წუთში", _ გვაცნობა სტამბოლში მცხოვრებმა ქართველმა.
"გურია ნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ცოტა ხნით ტელევიზიაც გაითიშული იყო.