თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში სამხედრო გადატრილება დაიწყო, პირადი თვითმფრინავით ქვეყნის ტერიტორია დატოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტპორტალი http://www.mirror.co.uk-ი ავრცელებს.
თუმცა, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან თურქული წყაროები. ამ დროისათვის არც ის არის ცნობილი თუ რა მიმართულებით გაემგზავრა პრეზიდენტი. პორტალი ამის შესახებ არაფერს წერს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტამბულის პოლიციის სამმართველოში შეჭრილმა სამხედროებმა უფლებამოსილების გადაცემა მოითხოვეს.