ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმის.
როგორც ადგილობრივი სააგენტო Anadolu თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ცეცხლი ვერტმფრენებიდან გახსნეს.
ამასთან, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებაც მოხდა.
გარდა ამისა, თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა.
მათი თქმით, ამიერიდან თურქეთს "სამშვიდობო საბჭო" მართავს. სამხედრობს დაკავებული აქვთ მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის TRT state TV-ის შენობა. დახურულია აეროპორტები.
თურქეთში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. თუმცა, ასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაშია გამოსული. სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციის ამსახველი ფოტოები ვრცელდება.
მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოუწოდა.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეკომპანია CNN Turk-ს "სკაიპით" ჩაერთო და განაცხადა, რომ თურქეთში მიმდინარე მოვლენების უკან "პარალელური სტრუქტურები" დგანან.
მისივე თქმით, თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შესაბამის პასუხს გასცემს.