"ცენტრ პოინტის" საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული სალომე ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა და მას 4- წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე განმარტავს, გათვალისწინებულია ის გარემოებები, რომ სალომე ჩარკვიანმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა პროკურატურასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მიაწოდა სამართალდამცველებს ინფორმაცია. ასევე ჩარკვიანი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა.
ჩარკვიანმა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც მას გვერდში დაუდგა.
"მადლობას ვუხდი ყველას, ჩვენს პატრიარქს, სასულიერო პირებს, ჩემს შვილს, ყველას ვინც დამიდგა თავდებში, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, უცნობებს, ნაცნობებს, სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო ბადრაგებს, პოლიციას და მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის", _ განაცხადა სალომე ჩარკვიანმა.