ნებისმიერი ქვეყანა, ვინც გიულენს გვერდით დაუდგება თურქეთის მეგობარი არ იქნება და აღვიქვამთ როგორც ნატო-ს მტერს. აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
როგორც ცნობილია, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენია ეჭვმიტანილი, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება გიულენს სასამართლოს, განათლების მედიის და სამხედრო სისტემების პარალელური სტრუქტურის აშენებაში ადანაშაულებს.
როგორც ცნობილია, სასულიერო პირი ბრალდებებს უარყოფს.