https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსამართლეთა შესარჩევად ჩატარებული კონკურსი ხარვეზებით წარიმართა

14:07; 19.07.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შესარჩევად ჩატარებული კონკურსი კვლავ კრიტიკის საგანი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის შედეგად რამდენიმე  ღირსეული მოსამართლე დაინიშნა, ერთი მხრივ თავად პროცესის ბუნდოვანება და იუსტიციის საბჭოს არათანმიმდევრული მოქმედებები, ხოლო მეორე მხრივ საბჭოს წევრთა მხრიდან  კრიტიკის სრული მიუღებლობა და ყველა პასუხგაუცემელ კითხვაზე მხოლოდ კანონის ხარვეზებზე მითითება, იწვევს საზოგადოების მხრიდან  ამ ორგანოს მიმართ უნდობლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე შესარჩევად განაცხადების მიღების მომენტიდან, კენჭისყრის ჩათვლით ყველა ეტაპი იუსტიციის საბჭომ წარმართა პროცედურული დარღვევებით ან არათანმიმდევრული ქმედებებით:

კანონსაწინააღმდეგო იყო იუსტიციის საბჭოს ერთ–ერთი პირველი  გადაწყვეტილება ვაკანსიებზე განცხადების მიღების ვადის გახანგრძლივების შესახებ. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა საბჭოს მდივნის განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსამართლეები ვერ ასწრებდნენ განაცხადების შეტანას, რაც ცნობილი გახდა მათთან  სატელეფონო კავშირით.   კანონით მკაფიოდ განსაზღვრულია, რომ განაცხადის შეტანის ვადა განისაზღვრება კონკურსის გამოცხადებისთანავე, ხოლო ამ ვადის დასრულებისთანავე იწყება კონკურსი. შესაბამისად, ამ ვადის გაგრძელების შესაძლებლობა კანონით არ არის დაშვებული.

  კანდიდატებთან გასაუბრების  ეტაპი  ემსახურებოდა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არა კანდიდატის პროფესიული თუ პიროვნული უნარ–ჩვევების გამოვლენას, კონკურსანტთა შორის ობიექტური შეფასების პირობებში საუკეთესოს აღმოჩენას.  გასაუბრების პროცესში იუსტიციის საბჭოს წევრები ვერ აკმაყოფილებდნენ მიუკერძოებლობის სტანდარტს, ვერ მალავდნენ  წინასწარშექმნილ დადებით თუ უარყოფით განწყობას მონაწილე კანდიდატის მიმართ,  რაც დასმულ შეკითხვებზეც აისახებოდა. რიგ შემთხვევაში, კანდიდატს თავიდან არიდებდნენ  სამართლებრივ კითხვებს, ცდილობდნენ თავად განემუხტათ კითხვის უპასუხოდ დატოვებისას კანდიდატისთვის შექმნილი უხერხულობა. ერთ შემთხვევაში კანდიდატის პოლიტიკური შეხედულებითაც კი დაინტერესდნენ და მის მიერ არჩევნებში მხარდაჭერილი პოლიტიკური სუბიექტის იდენტიფიცირებას  შეეცადნენ.

იუსტიციის საბჭოს ინფორმაციით 44 დანიშნული მოსამართლიდან 21 მოქმედი მოსამართლე, 9 სკოლის კურსდამთავრებული, ხოლო 14 ყოფილი მოსამართლეა, თუმცა მიმდინარე კონკურსის შედეგად მოსამართლეთა რიცხვი ამ ეტაპისთვის  მხოლოდ 23–ით გაიზარდა, ხოლო ვაკანტური შტატი არა 21, არამედ 44 ია. შესაბამისად ამ კონკურსის შედეგად სისტემას არა 44, არამედ 23 მოსამართლე დაემატა.

კონკურსში მონაწილეობდნენ იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულები, მოსამართლეები, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, მოქმედი მოსამართლეები, მათ შორის ვისაც უფლებამოსილების ათწლიანი ვადა არ ეწურებოდა უახლოესი არათუ თვეების, ზოგ შემთხვევაში წლების განმავლობაშიც, ასევე ის მოქმედი მოსამართლეები, რომელსაც სამწლიანი უფლებამოსილების ვადაც კი არ ჰქონდათ ამოწურული.  

გაუგებარი, და სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებთან, მათ შორის მოსამართლეთა დატვირთულობასთან, შეუთავსებელია კენჭისყრის ის შედეგები, რომლითაც გამოვლინდა ფარულობას ამოფარებული, წევრების მიზანმიმართული განზრახვა, რომ თავიანთი კოლეგები არ დაინიშნონ ხელახალი ვადით. ამის ნათელი მაგალითია, მოსამართლეთა დეფიციტის პირობებში, ბიულეტენთა განზრახ გაბათილება და ვაკანტური ადგილების შენარჩუნება. ორ ყოფილ  მოსამართლეს შორის კონკურენციისას, საბჭოს წევრები, მათ შორის თავად მოსამართლეებიც, მიზანმიმართულად არ აძლევდნენ არც ერთ კოლეგას ხმას,  რის  შედეგად ბიულეტენი ბათილად ცხადდებოდა და ადგილები ვაკანტური დარჩა. სამაგიეროდ, წინმსწრებად, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, დაინიშნა ზოგიერთი,  ჯერ კიდევ მოქმედი მოსამართლე, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ეწურებოდათ მომდევნო ერთი, ორი, სამი წლის  განმავლობაში. არსებობს შემთხვევაც, როცა კონკურსში გაიმარჯვა და ვაკანტურ ადგილზე გამწესდა მოსამართლე, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წელი ჰქონდა დარჩენილი.  ორ ტურიანი კენჭისყრის შედეგად  არ დანიშნეს წლების განმავლობაში იმავე პოზიციებზე ნამუშევარი მოსამართლეები, მათ შორის 10 წლიანი სამოსამართლეო სტაჟის მქონენი და დანიშნეს ისინი ქვემდგომ ინსტანციაში, ან საერთოდ არსად, ხოლო მათ პოზიციებზე დანიშნეს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მოსამართლეები, რიგ შემთხვევებში სპეციალიზაციის გათვალისწინების გარეშე.  აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, კანდიდატთა დანიშვნას კენჭისყრის ორივე ტური დასჭირდა, ერთეული გამონაკლისების გარდა. ამ საგამონაკლისო წესით, პირველივე ტურში საკმარისი ხმების მოგროვების შედეგად მოსამართლედ გამწესდა საბჭოს ორივე წევრი კანდიდატი.

ცალსახად უარყოფითი შეფასება მიიღეს და გამსვლელი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვეს იმ კანდიდატებმა, ვინც იუსტიციის საბჭოს ქმედებები ღიად გააკრიტიკა. ჩანს, იუსტიციის საბჭოს წევრებს არ შესწევთ განსხვავებული მოსაზრების მიმართ ტოლერანტული მიდგომის უნარი. საბოლოოდ ვიღებთ ისეთ ვითარებას, როცა საქმეთა (დავების) მატების პირობებში მოსამართლეთა რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ მატულობს. იუსტიციის საბჭოს მიერ კონკურსის ჩატარების ძირითადი მიზანი კი, მათ  მიმართ ლოიალურად განწყობილ მოსამართლეთა პირობების გაუმჯობესებაა, როგორც სასურველ სასამართლოში გადაყვანის, ასევე უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების გზით,  და განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების განდევნა სისტემიდან. საგულისხმოა, რომ მოქმედი იუსტიციის საბჭოს პირობებში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და დანიშვნაზე უარი ეთქვა 20–მდე გამოცდილ მოსამართლეს, არაერთ იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულს.  წელიწადზე მეტია იუსტიციის სკოლაში არც ერთი მსმენელი არ ჩარიცხულა და უსასრულოდაა შეჩერებული ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს საამისოდ გამოცხადებული კონკურსი. ეს კი სრულიად კონკრეტულ ასახვას პოულობს მართლმსაჯულების პროცესზე, იწვევს საქმეთა გაჭიანურებას, საზოგადოების მხრიდან სრულ უნდობლობას  და სასამართლო სისტემისადმი ამკვიდრებს ნიჰილიზმის განცდას.  

აბსოლუტურად მიუღებელია საბჭოს წევრთა მიერ მიმდინარე პროცესის გამჭირვალობის შეფასებისას მათ წინამორბედ იუსტიციის საბჭოს საქმიანობაზე მითითება, რა დროსაც არათუ საჯარო სხდომის გამართვა, არამედ  სხდომის ჩატარების ფაქტიც  საეჭვო  იყო თავად მოსამართლეებისთვისაც კი.  ამ წარსულ მანკიერ სტანდარტზე სწორება და ამავდროულად გამჭირვალობის მხოლოდ იმგვარი გაგება, რომ სხდომაზე ნებისმიერ პირს შეუძლია დასწრება ან თუნდაც აზრის გამოთქმა, არ შეესაბამება კონსტიტუციური ორგანოს ქმედების სტანდარტს. იუსტიციის საბჭოს საქმიანობა ვერასდროს დააკმაყოფილებს გამჭირვალობის საკმარის მოთხოვნებს, სანამ მას არ ექნება დასაბუთებული გადაწყვეტილებები. იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის თავის არიდება, იმ მოტივით, რომ კანონით ეს სავალდებულო არ არის, კიდევ უფრო აღრმავებს ამ ორგანოს მიმართ კითხვებს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს  საბჭოს წევრთა მხრიდან მის გადაწყვეტილებებზე  ეფექტიანი სამართლებრივი კონტროლის არარსებობით სარგებლობას და მხოლოდ საკუთარი ნება–სურვილით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების მიღებას.

შეიძლება ითქვას, რომ იუსტიციის საბჭო შეეცადა  რამდენიმე კომპეტენტური მოსამართლის დანიშვნით, და საზოგადოებაში გახმაურებულ საქმეთა განმხილველ მოსამართლეთა ხელახლა დანიშვნაზე უარის თქმით, გადეფარა საბჭოს წევრების მოქმედებების მიმართ ლოიალურად განწყობილი, მეგობრულ და ნათესაურ კავშირში მყოფი კადრებით სისტემის დაკომპლექტების ტენდენცია და განსხვავებული აზრის დევნა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7 თებერვალი, 2026

ლევან ვარშალომიძეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებენ

"რაჭა ჩემო სიყვარულოს" 40 წლის შემდეგ ისევ გადაიღებენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7.02.2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები   

10:32; 7.02.2026
ზაფრანი

რემონტი და ზოდიაქოს ნიშნები

10:31; 7.02.2026
ზაფრანი

სისუფთავე და ასტროლოგია   

10:29; 7.02.2026
სამართალი

“სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა” _ რა მოხდა გურიაში

10:26; 7.02.2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7.02.2026
სამართალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს _ მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

10:11; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო