ვიტამინები და მინერალური დამატებები შესაძლოა სულაც არ არის საჭირო ადამიანის ორგანიზმისათვის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები. ჩატარებული სამი კვლევის საფუძველზე, ასეთი ტიპის აბების მიღებამ არანაირი დადებითი შედეგი არ იქონია ადამიანების ორგანიზმზე.
დიდი დოზით ვიტამინების მიღებამ კი, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას ზიანიც მიაყენოს.
მაქს გომესი, CBS-ის სამედიცინო მიმომხილველი მიიჩნევს: "ბევრს სჯერა, რომ ვიტამინების მიღება ჯანმრთელობას უნარჩუნებს. მაგრამ, სამმა ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვიტამინები და დამატებები სასარგებლოა გრძელვადიან პერსპექტივაში. მათ არ შეუძლიათ დაიცვან ადამიანები კობოსგან, სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეხსიერების დაქვეითებისაგან. მიუხედავად ამისა, ბევრი სპეციალისტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება."
კვლევის ავტორები გვირჩევენ – შევცვალოთ ვიტამინები და მინერალური დამატებები ახალი ხილითა და ბოსტნეულით და დაბალი ცხიმის შემცველი რძის პროდუქტებით.