დოპინგ სკანდალები ოლიმპიური თამაშების მიმართ საზოგადოების ინტერესს ამცირებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ჩატარებული კვლევის მიხედვით აქვეყნებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, BBC World Service-ისთვის ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 19 ქვეყნის 19 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, რომელთა 57% მიიჩნევს, რომ დოპინგ სკანდალი ოლიმპიადის მიმართ საზოგადოების ინტერესს ამცირებს.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოლიმპიადის მიმართ არა კეთილგანწყობილები არიან გერმანიისა და ბრაზილიის მაცხოვრებლებიც.
როგორც ცნობილია, 62%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ასპარეზობა დიდ გავლენას ახდენს ეროვნულ სიამაყეზე.
კვლევის მიხედვით, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების, ინდონეზიის, რუსეთის, პერუს, ინდოეთის და კენიის მოსახლეობა თვლის, რომ ოლიმპიურ წარმატებას დიდი გავლენა ჰქონდა ეროვნულ სიამაყეზე.
ბრაზილიაში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში ეროვნული სიამაყე გამოჩნდა ასევე ოლიმპიური წარმატების შემდეგ.
GlobeScan-ის ფირმის თავმჯდომარის, დოუგ მილერის თქმით, კვლევის შედეგები ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოლიმპიური პრივილეგიის დაცვაში.
როგორც ცნობილია, BBC World Service-ისთვის კვლევა GlobeScan-მა ჩაატარა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გააკრიტიკა რუსეთის ოლიმპიური ნაკრებისთვის რიოში გასამართ ოლიმპიადაზე მონაწილეობის ამკრძალავი რეკომანდაციის დაუკმაყოფილებლობისთვის.
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, რუსეთის სპორტსმენების უმრავლესობა ზამთრის და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დოპინგპროგრამის მომხმარებელი იყო.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოლიმპიური თამაშების მიმართ დოპინგის სკანდალის გამო სამხრეთ კორეის, პერუს, ავსტრალიის და საფრანგეთის მოქალაქეების უმეტესობა, ინტერესი დაკარგა.
როგორც ცნობილია აღნიშნული კვლევა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა.