The Ice Bucket Challenge-ის ანუ წყლის გადასხმის აქცია ALS-ის ასოციაციამ 2014 წლის ზაფხულში წამოიწყო, რომლის მიზანიც, ნეიროდეგენერაციული დაავადების, ALS-ის გამომწვევი მიზეზების კვლევის დაფინანსება იყო, რის შედეგადაც, მეცნიერებმა დაავადების გამომწვევ ერთ-ერთ გენს, NEK1-ს მიაგნეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, წყლის გადასხმის აქციით 115 მილიონი დოლარი შეგროვდა.
როგორც ცნობილია, ყინულივით ცივი წყლის გადასხმის აქციას დიდი კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ ექვსი კვლევითი პროექტის დაფინანსება შესაძლებელი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 80-ზე მეტი მკვლევარი 11 ქვეყანაში დაავადებით დაზარალებულ ოჯახების გენებში ALS არსებობის რისკებს იკვლევს.
„გენის შემსწავლელი ანალიზით, რომელიც წინ უძღოდა კვლევას გახდა შესაძლებელი ეს აღმოჩენა,“_აცხადებენ ALS ასოციაციაში.
როგორც ცნობილია, NEK1-ის აღმოჩენა მეცნიერებს გენური თერაპიის განვითარების საშუალებას აძლევს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული კვლევის მიხედვით ALS დაავადებულთა 10%-ს აღმოაჩნდა დაავადების მემკვიდრეობითი თვისება, მკვლევარებს სჯერათ, რომ გენეტიკა ხელს შეუწყობს უფრო დიდ პროცენტულ მაჩვენებლებს.
როგორც ცნობილია, წყლის გადასხმის აქცია 2014 წლის ზაფხულში დაიწყო და სოციალურ ქსელში 17 მილიონზე მეტი ვიდეო გავრცელდა, რაც მსოფლიოში 440 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.