ლანჩხუთში მცხოვრები რუსუდან მანაგაძე, რომლის საცხოვრებელი სახლიც 23 ივნისს ხანძარმა მთლიანად გაანადგურა, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. ქალბატონი რუსუდანის ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება და შესაბამისად, მათი ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
"ხანძრის შედეგად მთლიანად დამეწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ქუჩაში დავრჩით მე და ჩემი შვილი. სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ და რა საშუალება ჩვენ უნდა გვქონდეს, რომ რაიმე შევძლოთ და ახალი სახლი გავაკეთოთ?! ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არის დაპირება, რომ უახლოეს ხანში 1 500 ლარით დაგვეხმარებიან, მაგრამ ეს თანხა მარტო სახურავისთვის არ იქნება საკმარისი. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, სადამდე უნდა ვიყოთ მე და ჩემი შვილი ღია ცის ქვეშ _ აღარაფერი გაგვაჩნია, ყველაფერი დაგვეწვა. არანაირი სახსარი არ გაგვაჩნია, მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად ვართ, იქნებ ვინმემ ყურად იღოს ჩემი და ჩემი შვილის გასაჭირი და რაიმე სახის დახმარება გაგვიწიოს.
"ლიბერთი ბანკში" სპეციალური ანგარიშიც გაიხსნა ჩემს დასახმარებლად GE67LB071114927845000, მიმღები ჩემი დაა, ნაზიბროლა მანაგაძე. რა ვქნა, ძალიან მიმძიმს ასე საქვეყნოდ საუბარი ჩემს გასაჭირზე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს", _ ამბობს ქალბატონი რუსუდანი.