რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებით დაიწყო ასპარეზობა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა.
პირველ ეტაპზე ქართველი ძიუდოისტი კანადელ სერხიო პესოას შეხვდა და მეტოქეს ვაზარით და იოკითი სძლია.
პაპინაშვილმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ბულგარეთის წარმომადგენელ იანისლავ გერჩევს შეხვდება.
რეპეშაჟები და და ნახევარფინალური შეხვედრები 22:30 საათიდან დაიწყება . ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს ძიუდოისტთა რეიტინგში 60 კგ-ში მე-12 ადგილს იკავებს.