ზაზა გურამიშვილი, ოზურგეთი:
_ კი, უნდა ჩაიწეროს.
იზოლდა ნოზაძე, ოზურგეთი:
_ რა თქმა უნდა. განსხვავებულია ქალი და კაცი ერთმანეთისგან და იმიტომ.
გენადი გუჯალაძე, ოზურგეთი:
_ უნდა ჩაიწეროს.
ნანა ჩხარტიშვილი, ოზურგეთი:
_ უნდა ჩაიწეროს. ქორწინება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაა, საიდანაც კაცობრიობა წარმოიშვა. აბა, ქალი _ ქალთან და კაცი _ კაცთან ვის გაუგია?
ნანა კვიჭიძე, ლანჩხუთი:
_ ალბათ, უნდა ჩაიწეროს.
ზაზა სულაბერიძე, ლანჩხუთი:
_ იმას, რაც უფლისგან ისედაც მიღებული და დაწესებულია, ვფიქრობ, კონსტიტუციაში ჩაწერა არ სჭირდება.
ეთერ წულაძე, ჩოხატაური:
_ ქალისა და მამაკაცის კი უნდა ჩაიწეროს და ერთსქესიანების _ არა.
ირინა განევი, ლანჩხუთი:
_ უნდა იყოს კონსტიტუციაში მითითებული, რომ ოჯახი ქალისა და კაცის ერთობაა.
მირიან იორდანიშვილი, ჩოხატაური:
_ აუცილებლად.
შოთა ჩხიკვაძე, ჩოხატაური:
_ ეგ გადაწყვიტოს პარლამენტმა.
გულნაზ ჩიკვაიძე, ჩოხატაური:
_ კი, უნდა ჩაიწეროს. რატომაც არა?!
ვაჟა ზოიძე, ლანჩხუთი:
_ სასტიკად ვეწინააღმდეგები კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერების გაკეთებას, ამის აუცილებლობა არ არსებობს.
მარინა თოიძე, ოზურგეთი:
_ რა თქმა უნდა, ქორწინება კაცისა და ქალის ერთობაა, მაგრამ კონსტიტუციაში არ უნდა ჩაიწეროს. მამაკაცი მაინც უფროსი უნდა იყოს და ქალი დაემორჩილოს.