McDonald's-ზე ზეწოლა ანტიბიოტიკების გლობალურ აკრძალვას ემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი ონლაინ კამპანია სწრაფი კვების გიგანტ McDonald's-ზე ზეწოლას ცდილობს, რომ პროდუქციიდან ანტიბიოტიკებით ნამკურნალევი ცხოველების ხორცი ამოიღონ.
მეცნიერების თქმით, ანტიბიოტიკებით ნამკურნალევი პირუტყვის ხორცი მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის ზრდას იწვევს. მაუწყებლის ინფორმაციით, საქველმოქმედო დაწესებულება ShareAction-მა მომხმარებლებს მოუწოდა McDonald's-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელისთვის, სტივ ისთერბრუკისთვის წერილობით მიემართათ.
როგორც ცნობილია, სწრაფი კვების ობიექტმა, გასულ კვირას, ფრინველების ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეწყვიტა, მაგრამ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გავრცელებული ცნობით, ShareAction კი McDonald's-ს, მსოფლიოში სწრაფი კვების ობიექტების ყველაზე დიდ ქსელს მოუწოდებს,რომ შეწყვიტოს ანტიბიოტიკებით ნამკურნალევი ქათმის, საქონლის, ღორის ხორცისა და რძის პროდუქტების გამოყენება 30 000-ვე რესტორანში.
სამედიცინო ექსპერტების თქმით, ანტიბიოტიკების რუტინული მოხმარება ხელს უწყობს დაავადების განვითარებას, ვიდრე მკურნალობას.
მათივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში მინიმუმ 23 000 ადამიანი ხორცით გამოწვეული ინფექციებით იღუპება, ხოლო აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან საფთხეს წარმოადგენს გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.
მაუწყებლის ინფორმაციით, სწრაფი კვების რესტორნები იძულებულები გახდნენ შეცვალონ საკვების წარმოების პრაქტიკა.
ShareAction-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული ანტიბიოტიკების 70%-ს ცხოველებზე იყენებენ.
"ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება ხელს შეუწყობს McDonald's-ს გაზარდოს მისი ამბიცია,"_აცხადებენ ShareAction-ში.
როგორც McDonald's-ში აცხადებენ, მიუხედვად მსოფლიოში არსებული სხვადახვა პრაქტიკისა, ამ საკითხზე რეგულარულად მუშაობენ.
მაუწყებლის ცნობით, მსგავსი პეტიციით მომხმარებლებმა KFC-საც მიმართეს.
როგორც KFC-სში აცხადებენ, ანტიბიოტიკების გამოყენებას პროდუქციაში მომავალი წლიდან შეწყვეტენ.
კრიტიკოსების თქმით, პოლიტიკა კვლავ იძლევა საშუალებას, რომ ხორცის მიმწოდებლებმა ანტიბიოტიკები აკრძალვის მიუხედავად კვლავ გამოიყენონ.