13 აგვისტოს 16:00 საათზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს ხვდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას პარტიის საპარლამენტო გუნდის ახალი შემადგენლობის წევრები _ თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე და აკაკი ზოიძე დაესწრებიან.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
გაიმართება დისკუსია.
მისამართი: ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის 3ა , კაფე „8+1“