რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე _ ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
დამატებით დეტალების თაობაზე სუს-ში არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკავებულები გალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი.
ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა სოფელ რუხში რუსმა ოკუპანტებმა თევზაობის დროს, გუშინ დააკავეს. მათთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა.