ცოტა ხნის წინ ამერიკულმა პორტალმა Celebrity Net Worth მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულო ნომრების ტოპ ხუთეული შეადგინა.
5. სიაში მეხუთე ადგილს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში არსებული სასტუმრო Ritz-Carlton იკავებს. კეთილმოწყობილი ნომერი საცურაო აუზით და უზარმაზარი სასტუმრო ოთახით 25 000 დოლარი ღირს.
4. მეოთხე ადგილზე სასტუმრო Villa La Capula დასახელდა. ამ სასტუმროში ულამაზესი ნომრებია და მათი ფასი საშუალოდ 29 000 დოლარია.
3. მესამე ადგილზე ნიუ-იორკის ცნობილი სასტუმრო Four Seasons Hotel-ია. ათოთახიანი პენტჰაუსი სასტუმროს ზედა მხარეს იკავებს და მას პერსონალური ლიფტი ემსახურება. ეს ნომერი 34 000 დოლარი ღირს.
2. მეორე ადგილს ლას-ვეგასის სასტუმრო Palms Casino Resort იკავებს. სასტუმროს ნომერი "ფლეი ბოის" სტილშია გაფორმებული და მისი დაქირავება ერთი ღამით 40 000 დოლარი ღირს. ამ ნომრის მთავარი ღირსშესანიშნაობა ნახევრად ღია აუზია, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს.
1. და ბოლოს, ყველაზე ძვირფასი ნომერი მსოფლიოში 59 000 დოლარი ღირს. სწორედ ამდენს ითხოვენ სამეფო პენტჰაუსში ჟენევის სასტუმრო President Wilson Hotel-ში.