საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს მთაწმინდის პარკში, 21 საათზე დაასახელებს.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით მმართველი პარტია საბურთალოს ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ლევან გოგიჩაიშვილს წარადგენს.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ კანდიდატების ვინაობა 21 საათზე გახდება ცნობილი.