ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ კანდიდატებს პრემიერი დაასახელებს.
შეგახსნებეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს მთაწმინდის პარკში, 21 საათზე წარადგენს.
ამავე თემაზე: ჯაში, მოსიძე, მდინარაძე, ყაველაშვილი, გაბუნია _ ვინ არიან "ქართული ოცნების" კანდიდატები დედაქალაქში