დღეს, რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში წარმატებით ჩაება იაკობ ქაჯაია (130 კგ).
წყალტუბოელმა ფალავანმა სასტარტო შეხვედრა ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანთან გამართა და მეტოქე პირველსავე პერიოდში დაამარცხა _ 8:0.
იაკობ ქაჯაიას მეტოქე მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკისა და ეგვიპტელ მოჰამედ აჰმედ აბდელლატიფს შორის გამარჯვებული იქნება.