რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია (130კგ) მეოთხედფინალში რუს სერგეი სემიონოვთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა.
ქართველი მოჭიდავე მეოთხედფინალში იმ შემთხვევაში, თუ რუსი მოჭიდავე ფინალში გავა, ქაჯაია რეპეშაჟში გადაინაცვლებს და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.