ყოფილი ფეხურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პოლიტიკაში წავიდა.
რამდენიმე წუთის წინ ამის შესახებ განცხადება საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ კობიაშვილი კანდიდატად გლდანის 21-ე ოლქში დაასახელა.
_ მას წარმატებული კარიერა ჰქონდა ფეხბურთში. ახლა უერთდება ჩვენს გუნდს და დარწმუნებული ვარ პოლიტიკასაც საკმაოდ დიდი წარმატებით გაართმევს თავს, _ აღნიშნა კვირიკშვილმა.