საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, რომელიც გუშინ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს, თანამდებობას არ დატოვებს.
აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატად თბილისში, გლდანის 21-ე ოლქშია წარდგენილი.