მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსი, სტივენ ჰოუკინგი აცხადებს, რომ თუ კაცობრიობა ვერ შეძლებს კოსმოსში გასვლას და დედამიწის გარეთ ცხოვრებას, ის გადაშენდება.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კოსმოსის შესწავლა კაცობრიობის მომავლისთვის. არ ვფიქრობ, რომ შევძლებთ მომდევნო ათასი წლის გადატანას ამ ჩვენს პლანეტაზე, რომელსაც გრძელი სიცოცხლე არ უწერია“, – განუცხადა ჰოუკინგმა სიდნეის ოპერის შენობაში შეკრებილ საზოგადოებას, რომელსაც ის ჰოლოგრამის საშუალებით ესაუბრებოდა.
თავისი მოხსენების ბოლოს მეცნიერმა მიმართა საზოგადოებას „უფრო მეტი იყურონ ვარსკლავებისკენ და ნაკლებად იყურონ ფეხქვეშ“.
„ეცადეთ გაიაზროთ ის რასაც ხედავთ. თქვენ გაკვირვებულები დარჩებით, როდესაც აღმოაჩენთ, რომ სამყარო რეალურად არსებობს. იყავით ცნობისმოყვარეები და როგორი რთულიც არ უნდა მოგეჩვენოთ ცხოვრება, ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რაშიც წარმატებულები იქნებით. მნიშვნელოვანია, რომ არ დანებდეთ“, – განუცხადა მან აუდიტორიას.