ნიუ ჯერსის სანაპიროზე ასი ათასობით მკვდარი თევზი გამოირიყა. აღნიშნულ ინფორმაციას CBS NEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გამორიყული თევზები გარს კატარღებს შემოეხვივნენ, რამაც პრობლემა კატარღების ძრავებს შეუქმნა.
ნიუ ჯერსის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ცნობით, თევზების დაღუპვა წყალში ჟანგბადის დაბალმა დონემ განაპირობა.
მათივე ინფორმაციით, არ იციან თუ რა დრო დასჭირდება წყლის გაწმენდით სამუშაოებს.