გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „ფონდი ქართუს“ ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად, კახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალზე განახლებული ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს და სასტუმროს გახსნას დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორებისათვის სასტუმრო განთავსდა, სადაც შვიდი სხვადასხვა ტიპის ნომერი მოეწყო. სასტუმროში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომერია გათვალისწინებული. შენობაში ღია და დახურული კაფეები მოეწყო, ასევე, ვიზიტორთა ცენტრთან საპიკნიკე ადგილი გამოიყო.
სამშენებლო სამუშაოები „ფონდი ქართუს“ და „კავკასიის ბუნების ფონდის“ (CNF) დაფინანსებით განხორციელდა.
სასტუმრო 15-წლიანი იჯარით გაიცა, რომლის სამშენებლო სამუშაოებზე 350 000 ლარამდე დაიხარჯა. მიმდინარე პროექტში ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.
ვიზიტორთა ცენტრის გახსნას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო.