იემენში სამხედრო ბანაკზე მომხდარ თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას THE DAILYMAIL ავრცელებს.
უსაფრთხოების ოფიციალური პირების განცხადებით, იემენის ქალაქ ადენში სამხედროების საწრთვნელ ბანაკთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ქალაქის საავადმყოფოს მედიკოსების თქმით, დილით მომხდარი თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანია დაჭრილი.