ბრიუსელის გარეუბანში მდებარე კრიმინალურ ლაბორატორიასთან აფეთქება მოხდა, რამაც შენობის ძლიერი დაზიანება გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მომხდარს კრიმინალური შემთხვევა უწოდეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლაბორატორიას თავს ერთზე მეტი პირი დაესხა და მათ ბომბი შენობასთან ახლოს ააფეთქეს, მაგრამ BBC-ის ინფორმაციით, პოლიცია ბომბის აფეთქებას ვერ ადასტურებს.
როგორც ცნობილია, ბელგიაში უსაფრთხოების ზომები, ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამკაცრებულია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დამნაშავეების ვინაობა უცნობია.
პროკურატურის თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.