გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 110 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სარწყავი წყლის მიწოდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოსმ ელიორაცია“ აწარმოებს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის ვეჯინის არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალგამშვები ფარები და სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულებაც 226 749 ლარია, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. (R)