"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, სოსო ჯაჭვლიანი კურორტ თეთნულდის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად მის დანიშვნას და ოპონენტების კრიტიკას ეხმაურება. ჯაჭვლიანის თქმით, პარლამენტს მისთვის არავითარი სიკეთე არ მოუტნია, პირიქით _ დააზიანა.
„მე პარლამენტში ჩემი სახელითა და გვარით მოვხვდი და სოსო ჯაჭვლიანი დეპუტატობის მანდატით არ გაუცნია საზოგადოებას! პირიქით, პარლამენტმა დამაზიანა, თორემ სიკეთე არაფერი მოუტანია ჩემთვის, ქილიკის მეტი არაფერი მიმიღია და ორჯერ მოვხვდი ჩაფიძის კლინიკაში! საკაშვილი იძახის, თეთნულდის სათხილამურო კურორტის შექმნა ჩემი იდეა იყო, ამ პროექტს მე ვხელმძღავნელობდი და ახლა კვირიკაშვილმა ჯაჭვლიანს ჩააბარაო. მაგან თავის სოფელს მიხედოს იქ, სადაც აქვს, მე ჩემს სოფელში გამანებოს თავი“, _ აღნიშნა ჯაჭვლიანმა.