დღეს დილით, ურეკში, შუახნის მამაკაცი ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლი იყო.
როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.