"ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის მაჟორიტარობის დეპუტატი ავთანდილ ჩხაიძე მის გუნდთან ერთად ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ავთანდილ ჩხაიძემ და მისმა გუნდის წევრმა, კახა ჩავლეშვილმა ჟურნალისტებთან მათ ხედვებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"ახლა ჩვენ ვიწყებს იმ ეტაპს, რომელსაც საზოგადოებასთან გასვლა ჰქვია", _ თქვა ავთანდილ ჩხაიძემ.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, ხომ არ არის გვიანი ახლა საზოგადოებასთან შეხვედრების დაწყება, ავთანდილ ჩხაიძემ გვიპასუხა:
"არ მინდა იფიქროთ, რომ ჩვენ აქამდე ოფისში ვიყავით ჩაკეტილები. ეს შეხვედრები დაწყებულია, უბრალოდ ახლა გავდივართ ახალ ეტაპზე. ეს შეხვედრები სხვა ხასიათის იქნება და უფრო მეტ ხალხს შევხვდებით", _ განაცხადა ჩხაიძემ.