BusinessPressNews-ის ინფორმაციით, "ბედნიერი პლანეტის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 31.1 ქულით მე-40 პოზიციაზეა.
ფონდ New Economic Foundation-ის ინდექსი შედგება ოთხი ძირითადი პარამეტრისგან _ კეთილდღეობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეკოლოგიური კეთილდღეობა და უთანასწორობა.
ინდექსის თანახმად, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 74,6 წელია და
ამ მაჩვენებლით საქართველო 140 ქვეყანას შორის 56-ეა. კეთილდღეობის პარამეტრში, საქართველო 114-ე პოზიციაზეა, ეკოლოგიურ კეთილდღეობაში _ 42-ე, ხოლო უთანასწორობის მაჩვენებელი საქართველოში 20%-ით არის შეფასებული და 140 ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა 68-ე პოზიციაზეა.
ფონდი New Economic Foundation ინდექსს ოთხ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს.
2012 წლის ინდექსში საქართველო 55-ე პოზიციაზე იყო.
2016 წლის „ბედნიერი პლანეტის ინდექსში“ ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ზედიზედ მეორედ კოსტა-რიკა დასახელდა, რომელსაც მექსიკა და კოლუმბია მოყვება.
ინდექსის ავტორები ნაკლებად ითვალისწინებენ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს, რის გამოც ისეთი ქვეყნები, როგორიც შვეიცარია, დანია და ავსტრია არიან, ინდექსში ქვედა პოზიციებზე აღმოჩნდნენ _ შესაბამისად, 24-ე, 32-ე და 105-ე ადგილებზე.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, „ბედნიერი პლანეტის ინდექსში“ თურქეთი _ 68-ე, უკრაინა _ 70-ე, რუსეთი _ 118-ე, სომხეთი კი 73-ე პოზიციაზეა.