იდეალურია მამაკაცი, როცა მას არა მხოლოდ კარგი გარეგნობა აქვს, არამედ ერუდირებულია, აქვს მყარი ერექცია, მარათონისტის გამძლეობა და უსაზღვრო ფანტაზია.
შესაძლებელია კი, ასეთი მამაკაცის ამოცნობა ერთი შეხედვით?
გავრცელებული მოსაზრებით, იდეალური პარტნიორის პოვნა შესაძლებელია მისი თითების სიგრძის, სიმაღლის, თმის რაოდენობის და ა.შ მიხედვით. ჩამოთვლილი გარეგნული მახასიათებლები ორგანიზმში ტესტოსტერონის მაღალ ოდენობაზე მიანიშნებს, რომლებიც უნდა ახასიათებდეს გმირ საყვარელს. ასე, რომ თუ თქვენთვის იდეალური პარტნიორი არის ის, ვისაც დღეში რამდენჯერმე ზედიზედ აქვს სექსუალური აქტი, მაშინ ზემოთ აღნიშნულ გარეგნულ დეტალებზე ღირს ყურადღების მიქცევა.
თუ ეძებთ უსაზღვრო ფანტაზიის, მაღალი სექს-IQ-ს მქონე მამაკაცს, უნდა დააკვირდეთ მისი ჩაცმის სტილს. არ არის აუცილებელი ცნობილი ბრენდის შარვალ-კოსტიუმი, შესაძლებელია ეცვას უბრალო პერანგი, სვიტერი, თუმცა მთავარია ის იყოს სუფთა.
მამაკაცები, რომლებიც საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, თუ როგორ გამოიყურებიან, ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან და როგორც წესი, სექსი ნაკლებად ანაღვლებთ.
მამაკაცების ის კატეგორია, კი ვისაც სიამოვნებს, ყურადღების მიპყრობა, უყვართ სიახლოვე, მათ შორის ლოგინშიც. თუმცა, ფრთხილად იყავით, ქალბატონებო, არ წააყდეთ შემთხვევით საკუთარ თავზე შეყვარებულ ნარცისს, რომელიც საძინებელშიც სარკის ძებნას დაიწყებს.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, რაც უფრო პატარა პირი აქვს მამაკაცს, მით უფრო მიმზიდველია ის ქალისთვის.