26 პოლიტიკურ სუბიექტს წილისყრით საარჩევნო ნომრები მიენიჭათ. წილისყრა ცესკო-ში ჩატარდა.
წილისყრის შედეგების მიხედვით, საარჩევნო ნომრები ასე განისაზღვრა: "რესპუბლიკური პარტია" ნომერი – 6, "ეროვნული ფორუმი" -26, "ახალი პოლიტიკური ცენტრი" – 9, "ლეიბორისტული პარტია" – 10, "პოლიტიკური ბლოკი თოფაძე "მრეწველები", " ჩვენი სამშობლო" – 19, "ქართული დასი" – 4," "ეროვნულ- დემოკრატიული პარტია" – 29, "თავისუფალი დემოკრატები" – 27, "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" – 7, "მემარცხენე ალიანსი" – 25, "საქართველოს კომუნისტური პარტია" – 12.
ამასთან, "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და "ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო ნომრები უცვლელი დარჩა, გამომდინარე წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან.
"პატრიოტთა ალიანს" და "ახალ მემარჯვენეებს" კი, რამდენიმე კვირის წინ წილისყრის გარეშე მიენიჭათ ის ნომრები, რომლითაც წინა არჩევნებში მონაწილეობდენ.