მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა დღეს უნდა გაიმართოს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, პლენარული სესიის გამართვას პარლამენტს რეგლამენტი ავალდებულებს.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ კვორუმის შეკრება გაჭირდება, თუმცა, ნაწილი მათგანი ქუთაისში ჩასვლას გეგმავს.
სხდომას დაესწრებიან "რესპუბლიკელები" _"რას ჰქვია მუშაობა დაასრულა? რეგლამენტში არ იხედებიან? გია ვოლსკიმ ილაპარაკოს თავისი ფრაქციის სახელით. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. არ არიან კონკურენტუნარიანები პარლამენტში და ამიტომაც არ დადიან", _ ასეთი იყო "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილის კომენტარი გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ დღევანდელი პლენარული სხდომა, შესაძლოა, არ გაიმართოს.
პარლამენტის პლენარული სესია 13:00 საათზეა დანიშნული.