საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით, საქართველოს ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის იუსტიციის მინისტრი დღეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეფორმების ანგარიშის პრეზენტაციას და თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება, ასევე, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.
დაგეგმილია საქართველოსა და ლატვიის პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
ამასთან, დზინტარს რასნაჩსი ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიასაც ეწვევა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. (R)