პარლამენტის შენობაში ნატო-ს გენერალური მდივანისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე ნატო-ს დელეგაციის ყველა წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
"დღეს ის შემთხვევაა, როცა მეტი ნატო-ა საქართველოში და ეს ამბავი ყველას გვახარებს. ჩრდილოატლანტიკური დელეგაციის ყველა წევრისგან მოვისმინეთ ბევრი მხარდამჭერი სიტყვა. ყველა ერთად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმ პროგრესს და რეფორმებს, რაც საქართველომ განახორციელა.
სესიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო არჩევნების შემდეგაც ელოდება ამ პროცესების გაგრძელებას.
"ნატო არჩევნების შემდგომ კვლავაც ელოდება ამ პროცესების, რეფორმების, პროგრესის, დემოკრატიისკენ სვლის გარძელებას, რაც