"საკითხი, რატომ მოძრაობთ ნატო-ს მიმართულებით, ამაზე პასუხი არის ის, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასარგებლო“, განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სტუდენტებთან შეხვედრაზე. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის მხარს უჭერს დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოში, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს, თუმცა დემოკრატიულობის ფორმის გამოყენება თავად მოსახლეობის გადასაწყვეტია
„მივესალმები, რომ არსებობს სხვადასხვა აზრი. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეა და ეს გახლავთ დემოკრატიული საზოგადოების აზრი, რომ ხალხი რაღაცას არ ეთანხმება. თუ ყველა ერთი აზრისაა, მაშინ არსებობს რეალურად შეშფოთების საგანი, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში დემოკრატიას ადგილი არ აქვს ამა თუ იმ ქვეყანაში. მე ჩემი აზრი შეიძლება გამაჩნდეს, რამდენად მდგრადია დემოკრატიული სისტემა საქართველოში, მაგრამ ვინ როგორ გამოიყენებს ამას, ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია“, _ განაცხადა სტოლტენბერგმა.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა მოდერნიზაციას და მსგავს პროცესებს დრო და მოთმინება სჭირდება.