პარტია "ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს" პროპორციულ სიაში 33-ე ნომერი რევაზ არველაძეს უკავია. თავდაპირველი ინფორმაციით, რომელიც "გურია ნიუსმა" პარტიის წევრებზე დაყრდნობით გაავრცელა, საუბარი იყო ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტზე.
თუმცა, როგორც პარტიის პრესსამსახურში განმარტეს, არველაძე ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტია და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას სწორედ ის გახსნის, რადგან უხუცესია. შესაბამისად მასალა ჩასწორდა და მკითხველს ამის გამო ბოდიშს ვუხდით.
აღსანიშნავია, რომ რევაზ არველაძე სიაში გიგა ბუკიაზე და თემურ ჭკუასელზე წინაა.
ბუკია, სიაში 35-ე ნომერია, ხოლო თემურ ჭკუასელი, რომელიც ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარად იყო დასახელებული და ორი დღის წინ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეცვალეს, სიაში 37-ე ნომერს იკავებს.