რეგისტრაცია გაუუქმდა ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩს“, რომელმაც შესაბამისი განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გუშინ მიმართა.
ამ განცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “გირჩის“ წევრები არჩევნებში აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას.
“გირჩი“, კოალიცია “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთად იღებს მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, ცალკე რეგისტრაციის ნომერს აზრი არ აქვს და აქედან გამომდინარე, მივმართეთ ცესკოს.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ არჩევნებში“ _ გვითხრა “გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იაგო ხვიჩიამ.