ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და 4 წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოზეც ისაუბრა.
“მჯერა, მომავალ არჩევნებში, რომელიც წარმატებული და განვითარებული საქართველოს წინაპირობაა, თქვენი მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება და ხმას მისცემთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებულ გუნდს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანური, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია.
განათლების სფეროში რეფორმების გაგრძელება, ტურიზმის განვითარება, დასაქმება, ინვესტიციები და ახალგაზრდების ჩართვა ბიზნეს ინიციატივებში” – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც კანდიდატმა კონჭკათელებთან ვრცლად ისაუბრა.