ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას მედიასთან, რომელიც ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რიგითი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, თუმცა, მათ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, პირდაპირ ეთერში შეკითხვის დასმის საშუალება არ მისცემიათ. ამიტომ, ეთერი დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა მათ შეკითხვებს კამერის მიღმა უპასუხა, თუმცა, ეს დიალოგი ჩვენს ობიექტივში მოხვდა.
ჩოხატაურელმა ზურაბ სიხარულიძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრს გორაბერეჟიულის ტექნიკუმის აღდგენაში სთხოვა დახმარება.
" ჩოხატაურში არის სოფელი გორა, სადაც გაშენებულია უნიკალური დენდროლოგიური პარკი. უნიკალური, უძვირფასესი ჯიშის ხეებია. აი ხეები ქე გიყვართ, კიდო, ბატონო ბიძინა და ეგება დაგვეხმაროთ," _ მიმართა სიხარულიძემ ივანიშვილს.