რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კოშკას მკვიდრი, 60 წლის ვალიკო ხიზანიშვილი, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ვალიკო ხიზანიშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის სოფლის ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა.
დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
ხიზანიშვილი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.