ირანი ორი ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდებით დაიმუქრა. ამის შესახებ დასავლური მედია შეერთებიული შტატების არმიის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური თეირანი მათ ჯაშუშებად მოიხსენიებს. ირანის მკაცრი განცხადება 10 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როცა პატრულირების მიზნით, ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებმა ირანის ტერიტორიის ახლოს, ორმუზის სრუტის თავზე ჩაიფრინეს.
ოფიციალურმა თეირანმა ფაქტი საზღვრების დარღვევად შეაფასა.