პაატა ბურჭულაძის პარტია კიდევ ერთმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ დატოვა. რუხაძემ საგანგებო განცხადება "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გააკეთა. პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე რუხაძემ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სახელმწიფო ხალხისთვის" აღარ არის პაატა ბურჭულაძის მოძრაობა.
"ძალიან მიმძიმს იმის თქმა, რადასაც დღეს ვიტყვი. მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა. მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პარტიას, იმ მიზეზით, რომ ეს აღარ არის პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, ეს აღარ არის ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ, ეს აღარ არის მოძრაობა რომელსაც ახალი თაობა მოყავდა პოლიტიკაში, ეს აღარ არის მოძრაობა, რომელიც ქართული ოცნების თუ ნაცმოძრაობის ალტერნატივა იქნებოდა, ეს აღარ არის ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელის ლიდერიც არის პაატა ბურჭულაძე. ჩემდა სამწუხაროდ ეს არის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის ხელით იმართება და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
მე გადაწყვეტულება სპონტანურად არ მიმიღია. ბოლო წუთამდე ვიბრძოდი ისთვის, რომ პარტია შემენაჩუნებინა. ბოლო 2 დღის განმავლობაში 2 ჯერ შევხვდი პაატა ბურჭულაძეს. მან ვერ დამისახელა 1 მიზეზიც კი თუ რატომ უნდა დავრჩენილიყავი ამ მოძრაობაში. მეტიც, ვერ დამარწმუნა, რომ რომ ეს მოძრაობა კვლავაც ჩვენ გვეკუთვნის. პაატა ბურჭულაძე სამწუხაროდ იქ აღარაფერს წყვეტს. მას არც საპარლამენტო სიის ფორმირებაში მიუღია მონაწილეობა, ის უბრალოდ პროცესს გაერიდა და ვაშინგონიდან წარადგინა პავლე კუბლაშვილის შედგენილი საპარლამენტო სია. პაატა ბურჭულაძემ დათმო პარტია, დათმო გუნდი, დათმო ის იდეა რასაც ჩვენ ერთად ვემსახურებოდით. დღეს სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ბურჭულაძის მოძრაობამ შეწყვიტა არსებობა. 'მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის’ უბრალოდ აღარ არსებობს.
ჩემთვის ცხადია, რომ დღეს პაატა ბურჭულაძე არის უბრალო ფასადი, პოლიტიკური ბლოკისა, რომელიც ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ქართული ოცნების დამატება გახდება. ამის დასტურია პოლიტიკური ბლოკის სია, სადაც 10 ეულში პაატა ბუჭულაძის გარდა მისი მოძრაობის მხოლოდ 2 სახეა. სია რომლის მე 8 ნომერი ბურჭულაძის მოძრაობის კვოტით გიორგი მელაძეა. ამის დასუტრია ის ფაქტი, რომ გაერთიანების შემდეგ შეწყდა მოძრაობაზე სუსის ზეწოლა. მწვავე ფინანსური კრიზის შემდეგ გაჩნდა თანხები რომლებიც მრავალ მილიონიანი დავალიანების გასტუმრებას მოხმარდა, რომელიც ჯერ სრულად არ გასტუმრებულა. წინასაარჩევნო ბიუჯეტი ათობით მილიონ ლარით გაიწერა. ჰკითხეთ ბურჭულაძეს ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ან ვისი ხელდასმით შეიძლება ჰქონდეს გირჩსა და ახალ საქართველოს ეს თანხები, როდესაც მათი რეიტინგი 1 პროცენტს არ აღემატება? პასუხი ნათელია.
რუხაძის თქმით, ბურჭულაძე "გახდა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი".
"გულწრფელად მენანება, რომ პაატა ბურჭულაძემ ვერ უერთგულა იმ იდეას რომელის გარშემოც გავერთიანდით, ვერ გაუძლო ფინანსურ ზეწოლას, ხელისუფლებიდან მომავალ პოლიტიკურ წნეხს, ვერ დაიცვა ვერც საკუთარი პოლიტიკური გუნდის, ვერც პარტიის და ვერც ამომრჩევლის ინტერესები. სამწუხაროდ, ის გახდა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი.
მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, თუმცა ვრჩები აქტიური საზოგადოებრივ პოლიტიკურ სივრცეში და ვარ იმ იდეების ერთგული რისთვისაც აქამდე ვირძოდით მე, ჩემი მეგობები და თანამოაზრეები და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას მათ სისრულეში მოსაყვანად.
პაატა ბურჭულაძეს უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მას კვლავაც აქვს შესაძლებლობა, გააგრძელოს კარგი საქმის კეთება. ამისათვის საჭიროა, რომ მან ღირსეული ნაბიჯი გადადგას და საზოგადოებას სიმართლე უთხრას. იმედს ვიტოვებ, რომ მას ეყოფა გამბედაობა და სიბრძნე იმისთვის, რომ აღარ გააგრძელოს ქვეყნის შეცდომაში შეყვანა, გამოვიდეს და პირდაპირ ისაუბროს იმაზე, თუ რა მოხდა, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე და როგორია მისი პოლიტიკური გეგმები. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე და ის გაიგებს სიმართლეს", _ განაცხადა გიორგი რუხაძემ "პირველი რადიოს" რადიოკლუბში სტუმრობისას.