შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ "მილენიუმის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან "კანონიერი ქურდების" აღწერის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა "კანონიერი ქურდის" აღწერა დასრულებულია და ისინი ინტერპოლის მწვანე ცირკულარში არიან განთავსებულნი, რაც ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობას აძლევს, ამ ადამიანების მიმართ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები.
"ჩვენ დავასრულეთ ყველა "კანონიერი ქურდის" აღწერა, რომელიც ინტერპოლის მწვანე ცირკულარში განვათავსეთ", _ განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.