"ბ-ნი გიორგი ქ-ნ ხათუნასთან ერთად წავიდა 8 სექტემბერს და ამის მიზეზი იყო ის, რომ საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა პირველ ხუთეულში. აქედან გამომდინარე, ამაში ახალი არაფერია და ცალკე განცხადების გაკეთება რაიმე ახალ მოვლენას ვერ შექმნის.
ბ-ნმა გიორგიმ თავიდანვე იცოდა ამ გაერთიანების შესახებ _ გაერთიანება, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა და მისთვის ეს პარტია აღმოჩნდა გაყიდული და მიუღებელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ვერ მიიღო მისთვის სასურველი ადგილი სიაში. მისი მოთხოვნა იყო სიის ხუთეულში ყოფნა.
ძალიან, გულწრფელად მწყდება გული, რომ გიორგი რუხაძე, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს საზოგადოება შეჰყავს სიცრუეში და ყველა ხერხით ცდილობს და სავარაუდოდ, მომავალშიც შეეცდება ამ განცხადების შემდეგ აწ უკვე დევალვირებული პოლიტიკოსიდან შეინარჩუნოს აქტუალობა მედიაში, მოგვაყენოს ზიანი და მიიქციოს ყურადღება.
ვფიქრობთ, ქართულ პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს აბსურდული ბრალდებების ტირაჟირება და სიაში ადგილების გამო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", _ განაცხადა ჯანდიერმა.