დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული დებატების დროს დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გოჩა ძიმისტარაშვილმა თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ისფაქტები, რომელიც იყო“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის დროს.
“მოსახლეობას ართმევენ პირადობის მოწმობის ნომერს იწერენ ან კიდევ ასლებს ართმევენ, რაც ჩემის აზრით მსგავსი ქმედება უნდა დასრულდეს. ამომრჩეველი უნდა იყოს ყველანაირი ზეწოლისგან თავისუფალი და არავინ არ უნდა ერეოდეს მის გადაწყვეტილებაში“, _ თქვა გოჩა ძიმისტარაშვილმა.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს.
“ქართული ოცნება“ არ არღვევს კანონს და ისევ ჩაატარებს საარჩევნო კამპანიას, რომ არ დაარღვევს", _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.