”შესაძლოა, ეს არ იყოს თვითმკვლელობა, არამედ იყოს მკვლელობა. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ძალიან მაინტერესებს კონკრეტული ადამიანები _ ვინ დააწერინა, რა პირადი ინტერესებისთვის დაიწერა ეს წერილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კალიგრაფიული ექსპერტიზა ამ ყველაფერს იტყვის”, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ინტერესების დამცველმა ლედი ტუკვაძემ.
ტუკვაძის თქმით, დემურ სტურუას დაზიანებები სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე აქვს მიყენებული, რაც ასევე ეჭვებს ბადებს.
”ეს ორი უმნიშვნელო დაზიანებები მიყენებული არის სიკვდილამდე რამდენიმე წუთის მონაკვეთში”, _ აღნიშნა გოდერძი თევზაძის ადვოკატმა.
გოდერძი თევზაძის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები მიიტანა.