ტაიფუნმა მერანტმა ტაივანის შემდეგ ჩინეთს გადაუარა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამხრეთ ჩინეთში ძლიერი ქარიშხლის გამო ათობით ათასი ადამიანი ევაკუირებულია, გარდა ამისა, გაუქმებულია ავიარეისები და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
როგორც ცნობილია, ტაივანში ქარიშხლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონობით მაცხოვრებელი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნი მერანტი, რომლის სიჩქარეც 227კილომეტრია საათში, ყველაზე ძლიერი ქარიშხალია ბოლო 21 წლის განმავლობაში იმ ტაიფუნებს შორის, რასაც ჩინეთისთვის გადაუვლია.